XAVI

ჩავიერ „ჩავი“ ერნანდეს ი კრეუსი (კატXavier "Xavi" Hernández i Creus [ˈʃaβi]; დ. 25 იანვარი1980ტერასაკატალონიაესპანეთი) – ცნობილი კატალონიელიფეხბურთელი, ლა ლიგის კლუბ „ბარსელონას“ ნახევარმცველი.
ჩავი არის ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ერთხელ მაინც მოგებული აქვს თითქმის ყველა ის ტურნირი სადაც უთამაშია; „ბარსელონას“ რიგებში: ესპანეთის ჩემპიონატიესპანეთის თასიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგამსოფლიოს საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი. ესპანეთის ნაკრების რიგებში კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები. ასევე უამრავი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მფლობელია და თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებლად ითვლება.
Xavi Hernández - 001.jpg

ჩავიერ ერნანდესმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა “კამპ ნოუზე” გაატარა. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლის მივიდა და მას შემდეგ მისი პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო. ამის წყალობით, 1997-98 წლების სეზონში ჩავი ახალგაზრდული გუნდიდან “ბარსელონა ბ”-ში გადავიდა.
“ბარსა ბ”-ში ჩავი ხორდი გონსალვოს გუნდის ტვინად იქცა და თანაგუნდელებთან ერთად მეორე დივიზიონამდე აღზევდა. ჩავის ოცნება, ეთამაშა „ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში, რეალობად გადაიქცა 1998 წლის 18 აგვისტოს, როდესაც მისი გუნდი ესპანეთის თასზე „მალიორკას“ დაუპირისპირდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე თავიდანვე გამოვიდა და მწვრთნელს იმედები არ გაუცრუა, გაიტანა რა გოლი სადებიუტო შეხვედრაში. ჩავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998-1999 წლებში “ბარსელონას” მიერ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში.
1999-00 წლების სეზონში ჩავის ამჟამინდელმა მწვრთნელმა და მაშინდელმა თანაგუნდელმა, პეპ გვარდიოლამ, სერიოზული ტრავმა მიიღო და ერნანდესსაც თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცა. ხოლო მას შემდეგ, რაც გვარდიოლამიტალიას მიაშურა, ჩავი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.
ჩავი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ლუი ვან გაალისკარლოს რექსაჩისფრანკ რეიკარდის დროს და გვარდიოლას მწვრთნელობის ქვეშაც, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. თავისი სტაბილური ასპარეზობის წყალობით, ჩავიმ კლუბში 300 შეხვედრის ჩატარება უკვე 25 წლის ასაკში მოახერხა. 2004-05 წლების ტრიუმფალურ სეზონში ჩავი რეიკარდის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ითამაშა რა ესპანეთის ლა ლიგაში 38 ტურში 36 შეხვედრა.

No comments:

Post a Comment