NEIMARI

ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი (პორტ:Neymar da Silva Santos Júnior; დ. 5 თებერვალი1992ბრაზილია), საყოველთაოდ ცნობილი, როგორცნეიმარი — ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ესპანეთის ლა ლიგის კლუბ ბარსელონასა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში,თავდამსხმელის ან გარემარბის პოზიციაზე.
19 წლის ასაკში ნეიმარმა სამხრეთ ამერიკის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ხმათა უმრავლესობით მოიგო.[2] ამას მოჰყვა სამხრეთ ამერიკის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც. 2011 წელს ნეიმარი წარადგინეს ფიფა-ს ოქროს ბურთის ნომინაციაზე, სადაც მე-10 ადგილი დაიკავა და წლის საუკეთესო გოლისთვის ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდოც მოიგო.[3] ცნობილია სიჩქარით, ცრუმოძრაობებით, დამაგვირგვინებელი დარტყმითა და ორივე ფეხით თამაშის შესაძლებლობით. ყოფილმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პელემ ნეიმარს, „შესანიშნავი ფეხბურთელი” უწოდა, ხოლო რონალდინიომ მას „მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელობა” უწინასწარმეტყველა.[4][5][6]
ნეიმარი სანტოსს 2003 წელს შეუერთდა, გაიარა კარიერული გზის საფეხურები და სანტოსის პირველ გუნდშიც მოხვდა. მის დებიუტი პირველი გუნდის რიგებში 2009 წელს შედგა, და იმავე წელს ლიგა პაულისტას (სან-პაულუს შტატის ჩემპიონატი) საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ამას მოჰყვა 2010 წლის ლიგა პაულისტას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და იმავე წელს 2010 წლის საფეხბურთო თასისბომბარდირობა 11 გოლით. 2010 წელს, მან სეზონი 60 მატჩში 42 გოლით დაასრულა, მისმა კლუბმა კი, იმ წელს ოქროს დუბლი შეასრულა. ნეიმარი 2011 წელს კვლავ გახდა „ლიგა პაულისტას” საუკეთესო ფეხბურთელი, „სანტოსმა“ კი 2011 წლის ლიბერტადორესის თასი მოიგო. ამ თასზე ნეიმარმა 13 მატჩში ითამაშა 6 გოლიც გაიტანა. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა სანტოსისთვის საკონტინენტო დუბლის მოპოვებაში, კლუბმა 1963 წლის შემდეგ ეს პირველად შეძლო. ნეიმარმა „ბრინჯაოს ბურთით” დაჯილდოვდა ფიფა-ს 2011 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც „სანტოსთან” ერთად ფინალამდე მიაღწია და იქ, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ ანგარიშით 4-0 დამარცხდა.

20141118 AUTBRA 5089.jpg

ნეიმარი თამაშობდა ბრაზილიის 17 წლამდე19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებებსა და ბრაზილიის ოლიმპიურ საფეხბურთო ნაკრებში. მის დებიუტიბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში, 2010 წლის 10 აგვისტოს, 18 წლის ასაკში, აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგა; ნეიმარმა ამ შეხვედრის 28-ე წუთზე თავური დარტყმით გოლი გაიტანა, მთლიანად მატჩი ბრაზილიამ ანგარიშით 2–0 მოიგო. ნეიმარი 9 გატანილი გოლით, მათ შორის 2 ფინალში, ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ 6-0 მოგებულ მატჩში, სამხრეთ ამერიკის 2011 წლის საფეხბურთო ახალგაზრდული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და თავის კლუბს ამ ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. ნეიმარი 2013 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. ამ შეჯიბრზე მას 10 ნომრიანი მაისური ემოსა. 30 ივნისს, ფინალში ნეიმარმაესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებს გოლი გაუტანა. მატჩში ბრაზილიამ ანგარიშით 3-0 გაიმარჯვა. ნეიმარი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და „ოქროს ბურთიც” მიანიჭეს.[9] 2012-სა და 2013 წლებში, SportsPro-მ ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენი უწოდა.[10] 2013წლის დეკემბერში The Guardian-მა მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მე-6 ადგილი მიაკუთვნა.[11]
2014 წლის 11 ივლისს, ნეიმარი ფიფა-ს ოქროს ბურთის მოპოვების პრეტენდენტთა 10 კაციან სიაში მოხვდა.[12] ნეიმარმა მოიგო ფიფა-ს ბრინჯაოს ბუცი, მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით მესამე ადგილზე გასვლის გამო. ის ასევე მოხვდა ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.[13]

No comments:

Post a Comment