
ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი კი ოზილს „რეალ მადრიდის“ რიგებში „აიაქსის“ წინააღმდეგ ჰქონდა. ის მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა და 88 წუთზე გავიდა. ოზილმა გაიტანა 1 გოლი, გააკეთა 6 საგოლე გადაცემა და გახდა ტურნირის საუკეთესო ასისტენტი. პირველი შეხვედრა ესპანეთის თასზე „რეალ მურსიასთან“ ჰქონდა გასვლაზე. მატჩი 0:0 დასრულდა. განმეორებით მატჩში, სანტიაგო ბერნაბეუზე, ოზილს მონაწილეობა შეხვედრაში არ მიუღია და მისმა გუნდმა 5:1 იმარჯვა. პირველ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში, „ლევანტეს“ წინააღმდეგ ოზილმა გოლი გაიტანა მე-9 წუთზე. 1/4 ფინალში კი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ნახევარფინალს განმეორებით შევხედრაში, „სევილიის“ წინააღდეგ ოზილმა მატჩში პირველი გოლი გაიტანა გუნდს შეხვერაში გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა. საბოლოოდ „რეალ მადრიდმა“ მოახერხა თასის მოგება და ეს ოზილის პირველი ტიტული იყო ახალ კლუბში.
No comments:
Post a Comment