RONALDO

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro; დ. 5 თებერვალი1985) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. რონალდუ ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრი და კაპიტანია. მოგებული აქვს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ (2007-08, 2013-14) და ოქროს ბურთი 3-ჯერ (2008, 2013, 2014).
იოჰან კრუიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: „რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრეჯორჯ ბესტი და დენის ლოუმანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი“.
ფაილი:Cristiano Ronaldo - Croatia vs. Portugal, 10th June 2013.jpg

კრისტიანო რონალდო დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები — ელმა და ლილიანა კატია.
ფეხბურთელის საცოლეა ირინა შეიკი. ისინი ერთმანეთს 2013 წლიდან ხვდებიან.

No comments:

Post a Comment