CASILASI

იკერ კასილას ფერნანდესი (ესპ. Iker Casillas Fernández; დ. 20 მაისი 1981მოსტოლესიმადრიდი) — ესპანელი მეკარე, საფეხბურთო კლუბ „მადრიდის რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი. 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი (2008 და 2012) და მსოფლიოს ჩემპიონი (2010). „მადრიდის რეალის“ რიგებში მან 5-ჯერ მოიგო ლა-ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი და 4-ჯერ დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს. ევროპულ და საერთაშორისო საკლუბო დონეზე იკერი 3-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 2-ჯერ უეფას სუპერთასის მფლობელი და ერთხელ დაეუფლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს[1].
იკერ კასილიასი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. 5-ჯერ არის დასახელებული მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ (2008, 2009, 2010, 2011, 2012)[2], 2000 წელს ახალგაზრდა იკერ კასილიასი გახდა ბრავოს თასის მფლობელი[3], შემდეგ კი 2007/08 წლების სეზონის შემდეგ კი დაეუფლა ზამორას თასს
Iker Casillas Euro 2012 vs France.jpg

 2010 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკაში და დასახელდა ტურნირის საუკეთესო კარის დარაჯად, ამისთვის კი დააჯილდოვეს ოქროს ხელთათმანით. 6-ჯერ შევიდა უეფას მიერ დასახელებულ სიმბოლურ ნაკრებში (2007,2008,2009,2010,2011,2012), 5-ჯერ არის შესული მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში (2008, 2009, 2010, 2011, 2012,) ევროპის ჩემპიონატებზე 2008 და 2012 წელს და მსოფლიო ჩემპიონატზე 2010 წელს იკერ კასილასი მოხვდა ტურნირების სიმბოლურ ნაკრებებში[4].
იკერ კასილიასი რეკორდსმენია ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით (156 შეხვედრა)[5]. ასევე მას ეკუთვნის რეკორდი კარის მშრალად შენახვისთვის, მას 73 ჩატარებულ შეხვედრაში ნაკრებში გოლი არ გაუშვია. ასევე ნაკრებში ეკუთვნის რეკორდი მოგებული შეხვედრების მიხედვით, მან ნაკრების მაისურით 95 გამარჯვება იზეიმა[6].
სამი ფეხბურთელიდან კასილიასი ერთ-ერთია, რომლებმაც კაპიტნის რანგში მოიგეს როგორც ჩემპიონთა ლიგა, ისე ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები[7].

No comments:

Post a Comment