BENZEMA

ქარიმ ბენზემა (ფრანგKarim Benzema; დ. 19 დეკემბერი1987ლიონისაფრანგეთი) — ალჟირელი წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს „რეალ მადრიდში“. ბენზემა პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია, თუმცა თავისი ტექნიკური შესაძლებლობების გამო მას შეუძლია ფლანგზე თამაშიც. ის არის ფიზიკურად ძლიერი და აქვს გოლის გატანის ალღო[3].
ბენზემა დაიბადა ქალაქ ლიონში და თავისი საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ კლუბ ბრონ ტერაილონში დაიწყო. 1996 წელს კი ქალაქის მეორე და უფრო ძლიერ კლუბს, ლიონის „ოლიმპიკს“ შეუერთდა. მან დიდი დრო გაატარა „ოლიმპიკის“ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში. ბენზემას დებიუტი პირველ გუნდში 2004-2005 წლის სეზონში შედგა და ამ სეზონშივე „ლიონმა“ 3 ტიტული მოიგო. 2007-2008 წლის სეზონში ბენზემა გუნდის მთავარი ფიგურა გახდა, მან სეზონში 30 გოლი გაიტანა და კლუბს ტიტულების მოგებაში დაეხმარა. ამავე სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო და საფრანგეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ბენზემა იყო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და მან აიღო ბრავოს ჯილდო. 2009 წლის ივლისში ბენზემამ ხელი მოაწერა 6 წლიან კონტრაქტს ესპანურ „რეალ მადრიდთან“. პირველი სეზონი ბენზემასათვის ახალ კლუბში წარუმატებელი გამოდგა, მან ვერ მოახერხა ძირითადში ადგილის დამკვიდრება. მეორე სეზონში კი ბენზემა ძირითადის ფეხბურთელი გახდა, გაიტანა 32 გოლი და კლუბს დაეხმარაკოპა დელ რეის მოგებაში. 2011 და 2012 წელს ის ზედიზედ ორჯერ გახდა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი[4].
Karim Benzema.jpg

ბენზემა ამჟამად საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს, მან პირველიად 17 წლამდელთა მაისურით ითამაშა. 2004 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა 17 წლამდელთა შორის. ეროვნულ ნაკრებში მან პირველი შეხვედრა 2007 წელს ჩაატარა ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, მარტში. თავის სადებიუტო შეხვედრაში სადებიუტო გოლიც გაიტანა და მისმა გუნდმა 1-0 იმარჯვა.
ბენზემამ თავისი საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქალაქის კლუბ „ბრონ ტერაილონში“ დაიწყო 8 წლის ასაკში. მას მეგობრები მეტსახელ „კოკოს“ ეძახდნენ. 10 შეხვედრაში მან 2 გოლის გატანა შეძლო. ახალგაზრდა კლუბმა ქალაქის მეორე გუნდის „ოლიმპიკის“ სკაუტების ყურადღება მიიქცია[5][6]. 1995 წელს უკვე მიდიოდა მოლაპარაკებები ბენზემას „ოლიმპიკში“ გადაყვანს თაობაზე „ბრონ ტერაილონის“ პრეზოდენტმა სანტა კრუსმა მოლაპარაკებები ჩაშალა[7]. „ოლიმპიკი“ კვლავ აგრძელებდა მოლაპარაკებებს. ამ მოლაპარაკებებში ბენზემას მამაც ჩაერთო და ეს ტრანსფერი 1996 წელს შედგა[8].
ბენზემა პროგრესს სწრაფად განიცდიდა. მას „ბურთის ბიჭს“ ეძახდნენ. საფრანგეთის 16 წლამდელთა ჩემპიონატში ბენზემამ 38 გოლი გაიტანა[9]. 2004-2005 წლებში შედგა მისი დებიუტი „ოლიმპიკის“ პირველ გუნდში. 17 წლის ასაკში ბენზემა უკვე პირველი გუნდის ღირსებას იცავდა და სულ მალე ის კლუბის მთავარი ფიგურა და ლიდერი გახდა[10].

No comments:

Post a Comment